Sunday, July 24, 2016

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/12YJrR3nv0JcXS1kUZ0lRnlW9293kMFeo_LlWcc-pUTU/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="640" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>

Thursday, July 21, 2016

მეექვსე მოდულის რეფლექსია

   დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და მეტად ინფორმატიული იყო. შევქმენით პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც შემდგომ ავტვირთეთ, ჩავაშენეთ და გავაზიარეთ ბლოგზე. დღევანდელი ტრენინგის მასალიდან ჩემთვის შედარებით საინტერესო და ახალი პრეზენტაციის ნიმუშის ჩაშენება და შემდგომ მისი გაზიარება იყო. მაქვს სურვილი ამ ტრენინგისგან მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევა პრაქტიკაში, გაკვეთილის მსვლელობაში გამოვიყენო, რაც, ჩემი აზრით, უფრო თვალნათლივსა და მარტივად აღსაქმელს გახდის გაკვეთილს და თემატიკას მოსაწავლისათვის.

Friday, July 15, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

    ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულვიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება პროექტების შექმნის დროს, კერძოდ,კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, ეს კითხვები ეხმარება მათ გაიაზრონ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლის მიხედვითაც შეძლებენ თემის შინაარსის განსაზღვრას.  როცა მოსწავლეები საინტერესო შეკითხვებს მოისმენენ სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხიც იზრდება.

Saturday, July 9, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,  გამეანალიზებინა  სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით ,   გავეცანით   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, რომელიც ხელს უწყობს მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას,  განვიხილეთ სტანდარტები და განვსაზღვრეთ რომელი შედეგის მიღწევა გვსურს თემის ფარგლებში. დღითიდღე  საინტერესოა ეს ტრენინგი.